ყველა სტატია

რბილი ავეჯი სისტემატურ წმენდას მოითხოვს

დიასახლისები ხშირად აღნიშნავენ, რომ რბილი ავეჯის წმენდა მათთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა.

საქმე იმაშია, რომ რბილი ავეჯის ზედაპირსა და მის სიღრმეში, რომელი ფაქტობრივად მთლიანად ქსოვილია, ადვილად ჯდება უხილავი მტვერი, ჭუჭყი, რომელსაც ჩვენ ისე ვსუნთქავთ, ვერც კი ვხვდებით, რა ზიანის მოტანა შეუძლია. მართალია კარგი ხარისხის ხალიჩაში მტვრისა და ჭუჭყის ნაწილაკები შედარებით ძნელად იბუდებენ, ვიდრე უხარისხო ქსოვილში, მაგრამ სისტემატურ წმენდას ორივე მათგანი მოითხოვს.

ვფიქრობთ, ჩვენი რჩევები გაგიადვილებთ ხალიჩების წმენდის პროცესს:

ავეჯზე მოხვედრილი ბაქტერიები საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისთვის და ხდება ისეთი დაავადებების მიზეზი, როგორიც არის ალერგია და სხვა. ავეჯის წმენდას წინ უძღვის სპეციალური ხელსაწყოებით დამუშავება, რაც უზრუნველყოფს ჩამჯდარი ჭუჭყის მოშორებას. ამის წყალობით მიიღწევა არა ზედაპირული, არამედ სრულყოფილი სისუფთავე.

რბილი ავეჯის წმენდის პრინციპი იატაკების წმენდას ჰგავს. ზედაპირი თავისუფლდება მტვრისგან, განისაზღვრება ლაქების სახეობა (ღვინო, ზეთი), ინამება მთლიანი ზედაპირი, მუშავდება ჯაგრისით, ხდება ჭუჭყის აღება და ბოლოს წყლის პროცესით განეიტრალება.

ავეჯიდან ჩამჯდარი ჭუჭყის მოცილება უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს, რადგან გთავაზობთ რბილი ავეჯის, სამეულების, სავარძლის ქიმწმენდას, დეზინფექციას, როგორც ნაჭრის, ასევე ტყავის ავეჯისთვის- უმაღლესი ხარისხის ხსნარებით!

Cleaner.ge-ის პროფესიონალი გუნდი გაწმენდს და დააწკრიალებს როგორც ოფისისა და ბარ-რესტორნის, ასევე ბინებისა და აგარაკების ავეჯს!