დალაგება-დასუფთავების კომპანია Cleaner.ge გთავაზობთ სახლის დალაგება-დასუფთავებას სტანდარტულად.
დაგვიკავშირდით: ტელ: +995 574 20 00 99 ელ. ფოსტა: info@cleaner.ge მისამართი: თბილისი,გამრეკელის N13
1. იატაკის დაგვა-მოწმენდა
2. პლინტუსების წმენდა
3. ბრებიდან მტვრის აღება
4. ფანჯრის რაფებისა და ფანჯარაზე არსებული ლაქების გაწმენდა – (ფანჯრების სრულად წმენდა შედის გენერალური დალაგების სერვისში)
5. კარების წმენდა
6. სარკეებისა და მინის ზედაპირების წმენდა
7. იღება მტვერი აქსესუარებიდან
8. მყარი ზედაპირის მქონე ავეჯის წმენდა
9. საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან მტვრის აღება
10. ონკანების, ნიჟარების და უნიტაზების წმენდა და სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება
11. კაფელის ლოკალური გასუფთავება იმ ადგილებში სადაც დაბინძურებულია (კაფელი არ იხეხება, აღნიშნული შედის გენერალური დალაგების სერვისში. მხოლოდ იწმინდება სველი წესით.)
12. საშხაპის და აბაზანების გარეცხვა
13. გაზქურის გასუფთავება
14. მაცივრის გასუფთავება გარედან
15. ღუმელის გასუფთავება გარედან
16. მიკროტალღური ღუმელის გასუფთავება გარედან
17. სამზარეულო გარნიტურის გასუფთავება გარედან
18. სამზარეულოში ცხიმის და ლაქების მოშორება
19. ნაგვის ურნის გარეცხვა
20. არაუმეტეს 10 კილოგრამი ნაგვის გატანა
21. პოლიეთილენის გამოცვლა ნაგვის ურნაში
22. ნაგვის ურნის შესანახი ადგილის გარეცხვა და დეზინფექცია
სახლის დალაგება-დასუფთავების საუკეთესო გზები
ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ხალხი უშვებს, არის ოთახ-ოთახ წმენდა (ამას ”ზონური გაწმენდა” ეწოდება) ეს ძალიან ნელია! ”თქვენ შეგიძლიათ, დაასუფთავოთ თქვენი სამზარეულო ოთხ საათში, ან დაასუფთავოთ მთელი სახლი თავიდან ბოლომდე ოთხი საათის განმავლობაში”, – განაცხადა ლიზა რომერომ, ერთ-ერთი წარმატებული დასუფთავების კომპანიის მფლობელმა. “ბევრი ადამიანი ამახვილებს ყურადღებას ერთ სივრცეზე – ვთქვათ, სუპერ სამუშაოს ასრულებენ დახლების დასუფთავებისთვის – და არასდროს ეკარებიან გაზქურას, მითუმეტეს მეზობელ ოთახში. სინამდვილეში, ნივთების გადანაწილება და გადაადგილება სწრაფი და ეფექტურია. ”
უმჯობესი გზა არის საქმის ამოცანებად დაყოფა. მაგალითად, მთელ სახლში მტვრის დასუფთავება და შემდეგ გადასვლა სხვა ამოცანაზე. „ამ გზით ცოტა მეტსაც ივლით და კარგი ვარჯიშიც გამოგივათ.“ – განაცხადა რონალდ პეინმა, RZJ Janitorial Services- ის მფლობელმა პლანოში. ”და ვხვდები, რომ ეს გზა უფრო სწრაფია, რადგან შენ ფიქრობ იმაზე, რომ გააგრძელო მოძრაობა.” გაითვალისწინეთ ეს შვიდი ნაბიჯი და მთელი თქვენი სახლი, თუ დამწყები ხართ ოთხ საათში გაბრწყინდება – ხოლო როცა გაიწაფებით, ორნახევარი საათიც გეყოფათ.
დალაგება-დასუფთავების ზოგადი სახელმძღვანელო
შეტევის რეკომენდებული გეგმა? ზემოდან ქვევით, მარცხნიდან მარჯვნივ. ”მე ყოველთვის ვიწყებ [ზედა აბაზანაში]”, – ამბობს რომერო. ”კარგი ადგილია მარაგების დასატოვებლად.”
თითოეული დავალებისთვის დაიწყეთ ოთახის ყველაზე მაღალ წერტილით (თუ მტვრის წმენდას ეხება,მაშინ მაღალი თაროებით) და გადაადგილდით მარცხნიდან მარჯვნივ ოთახის გასწვრივ. ამ გზით, თქვენ არაფერი გამოგრჩებათ და ხელმეორედ აღარ გაასუფთავებთ მტვერს უკვე გაწმენდებულ ქვედა თაროებზე.
ნაბიჯი 1: სახლის დასუფთავება მტვრისგან
მტვრისგან გაწმინდეთ თითოეული ოთახი, ყველა ავეჯის ზედა ნაწილი, თაროების ქვედა მხარე და ყველა მოაჯირი, ასევე სურათების ჩარჩოები, ტელევიზორის ეკრანები და სუვენირები. ”თუ შესაძლებელია მტვერი მშრალად აიღეთ, რადგან დასველება ართულებს პროცესს,” ამბობს რომერო. ნათითურების მოსაშორებლად დაასველეთ მიკროფიბრის ქსოვილი თბილი წყლით.
წმენდის პროფესიონალური რჩევა: მაღლა აიხედეთ. ”ხალხი არ ასუფთავებს მტვერს ავეჯის ზედა ნაწილიდან და სწორედ აქ გროვდება მთელი მტვერი, ხოლო შემდეგ ქვემოთ ცვივა”, – ამბობს რომერო.
ნაბიჯი 2: გაასუფთავეთ ავეჯის ქსოვილები
შემოიარეთ სახლი და გაასწორეთ და აალაგეთეთ საწოლები; დაალაგეთ ნებისმიერი ბალიში ან ავეჯის საფარებელი. საჭიროების შემთხვევაში მტვერი ავეჯიდან მტვერსასრუტით აიღეთ.
ნაბიჯი 3: გაწმინდეთ სარკეები და მინები
ჩამოწმინდეთ სარკეები და ფანჯრები მთელ სახლში.
წმენდის პროფესიონალური რჩევა: ერთი სველი და ერთი მშრალი მიკრობიბერის ქსოვილის გამოყენება არ დატოვებს ზოლებს.
ნაბიჯი 4: ზედაპირების დასუფთავება
მოიწმინდეთ ყველა ზედაპირი მთელს სახლში, დაადეზინფიცირეთ საჭიროებისამებრ.
წმენდის პროფესიონალური რჩევა: აუცილებლად წაშალეთ ნათითურები ისეთ ადგილებზე, როგორიცაა კარის სახელურები, განათების ჩამრთველები, ტელევიზორის პულტები და ტელეფონები. ”ეს ის ადგილებია, რომლებსაც ხალხი ივიწყებს და მათზე ნამდვილად არის მიკრობები”, – ამბობს პეინი.
ნაბიჯი 5: დაალაგეთ სამზარეულო და აბაზანა
შემოიარეთ და შეასხურეთ საწმენდი საშუალება ტუბებზე, ნიჟარებსა და ტუალეტებზე. დაბრუნდით და მოხეხეთ. შემდეგ, სამზარეულოში, მოიწმინდეთ მიკროტალღური ღუმელის შიდა ნაწილი და უჯრებისა და სათავსოების კარები.
ნაბიჯი 6: მოწმინდეთ იატაკი
გაასუფთავეთ აბაზანისა და სამზარეულოს იატაკები და ნებისმიერი სხვა სართულის, რომელსაც ესაჭიროება.
წმენდის პროფესიონალური რჩევა: ”მე ყოველთვის ვასუფთავებ აბაზანის იატაკს ხელებსა და მუხლებზე დაყრდნობილი, მიკროფიბრის ქსოვილით და საწმენდით,” ამბობს რომერო. ”ასე ვიცი, რომ მე მივწვდი ყველა კუთხეს, თუნდაც ტუალეტის მიღმა, და რომ ისინი 100%-ით სუფთაა.
ნაბიჯი 7: სახლის წმენდა მტვერსასრუტით
„მტვერსასრუტით ვასუფთავებ საძინებელს, კიბეებს, მისაღებ ოთახა და სახლის გასასვლელს.“ – ამბობს რომერო
წმენდის პროფესიონალური რჩევები: გადამწყვეტი აუცილებელი არ არის თითოეული ინჩის მტვერსასრუტით აწმენდა. უბრალოდ გააგრძელე მოძრაობა. გამოტოვებულ ადგილებს შემდეგ კვირას შეხვდებით.
იხილეთ ჩვენი სხვა სერვისები:
- მინა-ვიტრინების წმენდა
- გენერალური დალაგება-დასუფთავება
- ეზოს დალაგება
- სადარბაზოს დალაგება-დასუფთავება
- რემონტის შემდგომი დალაგება-დასუფთავება
- სარდაფის დალაგება-დასუფთავება
- საწმენდი და სარეცხი საშუალებებით მომარაგება
- ავეჯისა და ხალიჩების რეცხვა-ქიმწმენდა
- ბალიშების, საბნების, გადასაფარებლების და ჟალუზების რეცხვა
- სანიტარია-დეზინფექცია
- მყარი და რბილი იატაკის დასუფთავება
- ფარდების დარეცხვა-დაუთოვება
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში: