Cleaner.Ge

როგორ დავალაგოთ ოთახი სწრაფად?

  • სახლის დალაგება, პირველყოვლისა, ოთახების განიავებით უნდა დავიწყოთ, ღია ფანჯრები მტვრის დაყენების შანსებს მინიმუმამდე ამცირებს, ეს კი თავიდან აგვაცილებს რესპირატორულ (სასუნთქი გზების) და ალერგიულ პრობლემებს, რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში მტვრის ჩასუნთქვა იწვევს.
  • სასურველია, საბან-ბალიშები და გადასაფარებლები კვირაში ორჯერ მაინც მივაფიცხოთ მზეს.
  • თუ ოთახში ტანისამოსი ან ზედმეტი ნივთები ქაოტურად ყრია, დალაგების წინ აუცილებლად შეალაგეთ გარდერობში, მათი დამტვერვის თავიდან აცილების მიზნით.
  • სითბოში ადვილად წარმოიქმნება ე.წ „ობობის ქსელები“ ამიტომ დალაგებას ჭერის და სანათის ჩამოწმენდით ვიწყებთ.
  • იმისათვის, რომ ავეჯს  მტვერი ადვილად მოვაშოროთ სპეციალური საწმენდი სითხის ან ქაფის გამოყენება დაგვჭირდება, მაგრამ მათი არჩევისას უნდა ვეცადოთ, რომ, შეძლებისაგვარად, რაც შეიძლება  ნაკლებქიმიურ საშუალებებზე შევაჩეროდ არჩევანი, ასევე, როდესაც მსგავსი სახის ხსნარებთან გვიწევს შეხება აუცილებლად გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები. (თუნდაც ერთჯერადი სამედიცინო), თუ სახლში ბავშვიც გყავთ  ავეჯს, ქიმიურად დამუშავების შემდეგ, სუფთა წყალში გარეცხილი საწმენდი ტილოც გადაუსვით. თუ სახლს ორსული  ალაგებს, აუცილებლად გამოიყენეთ ერთჯერადი პირბადე, რათა თავიდან აიცილოთ ქიმიური ნივთიერებების ორგანიზმში მოხვედრა  ჰაერწვეთოვანი გზით.
  • ამის შემდეგ ფანჯრების გაწმენდაა საჭირო, კვლავ სპეციალურ სითხეს და ფანჯრების საწმენდად განკუთვნილ რბილ ქსოვილს ვიყენებთ, იმისათვის რომ არ მოხდეს მინის გაკაწვრა-დაზიანება.
  • ოთახის დასუფთავების ბოლო ეტაპი იატაკის მოვლაა. მტვერსასრუტით, ან რბილი ჯაგრისის მქონე ცოცხით აიღეთ ძირს ჩამოყრილი ნაგავი და შემდეგ იატაკის (გააჩნია რა სახის იატაკი გაქვთ, ლამინირებული პარკეტი, ხის პარკეთი, მარმარილო, „მეტლახი“) სპეციალური საწმენდი-საშუალების და რბილი ტილოს გამოყენებით მოაპრიალეთ. სასურველია, რომ იატაკიც, ავეჯის მსგავსად, საბოლოოდ,  სველი წესით დამუშავდეს, რათა თავიდან ავიცილოთ ზედმეტად ქიმიურ საშუალებებთან  კონტაქტი.
იხილეთ ჩვენი სხვა სერვისები:

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში:

დარეკვა